Coxatauris municipaliteti  
  
 
 
 
 
 

Coxatauris municipalitetis soflebi - jvarcxma

2012 წლის 15 აგვისტომდე „ჩაისუბანი“ - სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (ვაზიანი, ინტაბუეთი). სოფელში მოქმედებს ბიბლიოთეკა. სოფლის ტერიტორიაზე გადის კურორტ ბახმაროსთან დამაკავშირებელი გზა. სოფელში დგას მაცხოვრის სახელობის ეკლესია, საჯარო სკოლა.

geografia

ჯვარცხმა მდებარეობს მდინარე სუფსის მარცხნივ, ზღვის დონიდან 220 მ., ჩოხატაურიდან 3 კმ., საჯავახოს რკინიგზის სადგურიდან 23 კმ.

სოფელში ჩამოედინება მცირე ზომის ღელე-მდინარეები: ოსკოჭინა, ქოროშა და მათი შენაკადები, რომლებიც საზრდოობენ წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლებით და ჩაედინებიან სუფსა-გუბაზეულის აუზში. სოფელში, ძირითადად, წითელმიწა ნიადაგებია, რომელსაც ადგილობრივები „ალიზა მიწას” უწოდებენ.

ოსკოჭინა (ოსკროჭინა, ოსკოჭურე) სათავეს იღებს სოფელ ვაზიანის შავი მთიდან. გაივლის ჯვარცხმის ტერიტორიას, გადაკვეთს სოფელ გუთურს და ჩაედინება მდინარე სუფსაში. ღელის სახელწოდება უკავშირდება ჭინკების, ავსულების ნამოსახლარს. ლეგენდის თანახმად ისინი იკვებებოდნენ ამ ადგილებში გავრცელებული ბალახით - ოქროსყურათი. დროთა განმავლობაში ჭინკები გადაშენებულან, ბალახისათვის კი „ოსკოჭურე” უწოდებიათ. აქედან წარმოიშვა მდინარის სახელი „ოსკოჭინა”.

ჯვარცხმაში არის რამდენიმე პატარა მთა, მათ შორის შედარებით დიდია კოკოტია და სახარია.

istoria

სოფელ ჯვარცხმაში აღმოჩენილია ნეოლითის ხანის არქეოლოგიური მასალა: კაჟის ანატკეცები, ქვის ცულები. ძეგლები სოფლის სკოლის მუზეუმშია დაცული.

სოფელში იდგა დიდი მუხა. ამ მუხის ძირში ასამართლებდნენ დამნაშავე ყმა-გლეხებს, აწამებდნენ მათ, სჭრიდნენ ხელ-ფეხს და ჰკიდებდნენ მუხაზე. სხეულს კი ისროდნენ ტყეში. ამიტომ მას ხალხმა „ხელფეხიან მუხა“ შეარქვა. 1887 წელს სოფელში გაიხსნა ორკლასიანი სასწავლებელი.

1901 წლის მონაცემებით ჯვარცხმის სასოფლო საზოგადოება მოიცავდა 7 სოფელს და ცხოვრობდა 4215 ადამიანი. საბჭოთა პერიოდში ეწოდა ჩაისუბანი და შეიქმნა ჩაისუბნის სასოფლო საბჭო, რომელიც მოიცავდა სოფლებს ვაზიანს, ინტაბუეთს და გორაბერეჟოულს. გავრცელებული იყო მეჩაიეობა და მეცხოველეობა. დამოუკიდებლობის შემდეგ ჩაისუბნის თემს გამოაკლდა გორაბერეჟოული. 2012 წელს დაუბრუნდა ძველი სახელწოდება.

demografa

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 491 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908 841    
1911 807    
2002 560 258 302
2014 491 234 257

cnobili adamianebi

ლეონტი ჟღენტი - საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი.

 

 

მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°59`37` ჩ. გ. 42°15`28` ა. გ.
ადრეული სახელები ჩაისუბანი
თემი ჯვარცხმა
პირველი ხსენება 1839
ადრეული სახელები ჩაისუბანი
ცენტრის სიმაღლე 220 მ
მოსახლეობა 491 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები
სასაათო სარტყელი UTC+04:00

 

 

ჩოხატაურის დროშა
ჩოხატაურის გერბი